13:07 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 15:09:24, 630 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით“ მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას

საქართველო, როგორც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით" მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ."

„მრავალმხრივი კონვენციის (MLI)" კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმღვანელებს 3 წლის ვადით. მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის" (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 94 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics