23:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 12:42:07, 350 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: მინდა ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა განცხადება 21 ნოემბრის მეორე ტურთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა პირველ ტურში აქტიურობისთვის და არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

,,ხვალ საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში, ასევე აჭარაშიც ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები, ასევე უმაღლესი საბჭოს მეორე ტურები. მინდა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ღირებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა  როგორც პოლიტიკურ, ასევე განსაკუთრებით საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, თუ ისინი პატივს სცემენ მათ ამომრჩეველს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბუნებრივი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. „ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული საქართველო" უპირატესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, მეორე ტურის შემდეგ.

,,ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, და როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნება. ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში და რა თქმა უნდა ღრმად სულერთია  მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics