|
2020-11-20 12:19:54, 477 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელ ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა, როგორც ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული სასესხო პროდუქტების მიმწოდებელი ბანკი. პროექტის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შეძლეს მომხმარებლების ციფრულ ფლატფორმებზე წარმატებულად გადაყვანა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად. ბანკები Global Finance-ის რედაქტორების და პარტნიორი კომპანია Infosys-ის ექსპერტების მიერ შეფასდნენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმები ითვალისწინებდა, თუ როგორ გაართვეს ბანკებმა პანდემიის გამოწვევებს თავი და რამდენად შეძლეს მისი შესაძლებლობებად ქცევა. “გლობალური პანდემიის მიერ დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ციფრული ბანკის დაჯილდოების 21-წლიან ისტორიაში. შესაბამისად, წელს, როგორც არასდროს, მიღებული ჯილდო და აღიარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია“,- აცხადებენ Global Finance-ში. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის მიერ საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. კატეგორია, რომელშიც ჯილდო მოვიპოვეთ გულისხმობს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო ციფრულად უზრუნველყოფას, ჩვენი დისტანციური პროდუქტების საშუალებით. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შეგვეთავაზებინა დისტანციურ არხებში, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატები, „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდი თუ სხვა, ლენდინგ პროდუქტები განვათავსეთ. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებას და მის ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)