09:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 13:31:44, 655 ნახვა

რეგიონი
სოფელი ტანძიის ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესაქტივობების ხელშეწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და UNDP ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა" ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ მოაწერეს.

ღონისძიებას ასევე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები,  საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა.  ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი  გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდება.

პროექტისთვის UNDP-მ  59,200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36,000 ლარს შეადგენს.

გრანტის ფარგლებში, იგეგმება მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა შეიქმნას, სადაც მუზეუმისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიული წყაროები განთავსება.  ასევე ელექტრონულ პლატფორმაზე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც იქნება შესაძლებელი.

„დღეს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ  ლუიზა ვინტონისთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლიც სოფელ ტანძიის თემის მდგარდ ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გაეროს განვითარების პროგრამისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. გრანტის ფარგლებში, ასევე მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა გაკეთდება, სადაც შესაძლებელი იქნება მუზეუმისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება. ეს პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული სექტორის განვითარებას უდავოდ დაეხმარება, ადგილობრივი მცირე ბიზნესის სტიმულირებას ხელს შეუწყობს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics