|
2020-11-18 17:27:13, 574 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილესთან შეხვედრაზე, ოპოზიციამ აუხსნა ფილიპ რიკელს ყველა ის ფაქტორი, თუ რატომ არ შედის პარლამენტში. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება და ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება. „ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და ჩვენ ავუხსენით, რომ ძალიან მარტივია მოწოდება, რომ პარლამენტში შევიდეთ და რაღაცაზე ვიმსჯელოთ, საზოგადოებას გამოვლილი აქვს, რომ პარლამენტში არაფერი არ იცვლება, აქედან გამომდინარე წინასწარ უნდა მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება იყოს მსჯელობა შემდგომში პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ. ის, რომ ახლა ჩვენ ავდგეთ, თავი დავადოთ და ვინმე შევიდეს პარლამენტში და იქ მერე საპარლამენტი ინიციატივებით დავაყენოთ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, სასაცილოა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)