|
2020-11-18 15:44:48, 494 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია
აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ისაუბრეს თუ არა მაიკ პომპეოსთან საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოში მყოფ ყველა პოლიტიკურ აქტორს, პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისკენ მოუწოდებს. „მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში და დარჩეს სამართლებივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური. მხოლოდ სტაბილურ განვითარებას შეუძლია ქვეყანას გაუჩნდეს ის შესაძლებლობები რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა. პომპეომ ქვეყანა რამდენიმე საათის წინ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)