21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 12:08:51, 665 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, ხელახალ არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა „ბროლის ოცნებაა“

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელახალ არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა „ბროლის ოცნებაა“.

მანვე აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თვალი თვალსა არ გაუსწორდება და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

„დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მედიისა იმყოფება თბილისში და ეს აადვილებს ცხოვრებას ამ აქციებისა, რადგან საერთაშორისო დონეზე შენი ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თვალი თვალსა არ გაუსწორდება და ერთიო თვალი არის საზოგადოება ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები და მეორე თვალი არის რეჟიმის და რეჟიმს მოუწევს თვალის გასწორება რეალობისთვის. როცა გაუსწორებს თვალს, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები იქნება, ამის შემდეგ ყველა ის ადამიანი და პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა საქმით დავკავდებით, ჩვენ ერთმანეთს შევეჯიბრებით და ვიასპარეზებთ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ახლა არის ბროლის ოცნებად ქცეული, რადგან ოლიგარქმა გვითხრა, რომ არჩევნებს არ ჩავატარებთ“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics