|
2020-11-18 10:09:55, 455 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციისთვის ემზადება
ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარლალელურად მდუმარე აქციისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გეტროსთან 10 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ წამოვლენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია, რომ საერთაშორისო მედიამ შეიტყოს 31 ოქტომბერს, საქართველოში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ის ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო ქვეყანას დღესვე დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)