21:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 19:39:39, 1374 ნახვა

პოლიტიკა
მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

თბილისის აეროპორტში აშშ-ს სახელმწიფოს მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ელჩები დახვდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ, 18 ნოემბერს გამართავს.

როგორც ცნობილია მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს არასამთავრობო სექტორთან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics