13:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 22:16:24, 638 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  მოსკოვის გამზირზე არსებული, 2-კილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომელიც ახლახან რეაბილიტირდა.  თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებული გზაგამყოფის  რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

„სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე  ტრამვაის ხაზი გადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სასეირნო ზოლი  და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები, ატრაქციონები და  ამ ყველაფრის შედეგად,  ძალიან მაგარი  სივრცე შეიქმნა. დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და  გამწვანების მცირე სამუშაოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც 2 კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით იმისთვის, რომ წესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი. 

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს დეპუტატები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics