2020-11-16 22:03:04, 1360 ნახვა
ომი უკრაინაში
12 წლის კოვიდ-19-ით ინფიცირებული ბავშვი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა
12 წლის კოვიდ-19-ით ინფიცირებული ბავშვი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა.
ბავშვის მდგომარეობა, კლინიკაში შესვლის მომენტში მძიმედ შეაფასეს, რის გამოც მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, პაციენტი ტრანსპორტირებისას კოპიტნართან გარდაიცვალა.
პაციენტი, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
,,ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური.დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,