14:59 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 14:09:49, 519 ნახვა

ეკონომიკა
„მანდარინის რთველი“ დაიწყო

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს.

დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა). ქართული მანდარინი ექსპორტზე ასევე გავიდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics