16:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 12:24:36, 442 ნახვა

კომენტარი
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს.

„საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას, არსებობს ამ უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკი. ამიტომ, აუცილებელია, მოსამართლემ კრიტიკულად შეაფასოს როგორც საგამოძიებო ინტერესი, ასევე, კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს დააკმაყოფილოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა. სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს. მაგალითად, 2015 წელს სასამართლოში ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილი 362 შუამდგომლობიდან, 61 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წელს 1037 განხილული შუამდგომლობიდან, მხოლოდ 133 არ დაკმაყოფილდა. 

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ყოფნა, აუცილებელს ხდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics