|
2020-11-15 13:16:55, 628 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია
"კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია", - ამის შესახებ "ენმს" ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე კონკრეტული შედეგი ექნება. "31 ოქტომბრის შემდეგ რა გეგმაც გვქონდა ზუსტად იმ გეგმით მივდივართ. ეს არის მასობრივი პროტესტი, ეს არის ქუჩის აქციები და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები საჭიროა, თუ ამას რაიმე შედეგი ექნება. ჩვენ მოლაპარაკებებში იმიტომ არ შევდივართ, რომ მხოლოდ ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგს და კონკრეტულ წინადადებს ხელისუფლებისგან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ერთადერთ გამოსავლად შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, მივიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ოპოზიცია, საპარლამენტო "არჩევნები 2020-ის", შემდეგ აქციებს მართავს და შედეგებს სამართლიანად არ სცნობს. მათი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან თუ "ქართული ოცნება" სასურველ კომპრომისებზე წავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)