|
2020-11-14 21:35:10, 581 ნახვა
კომენტარი
ბოკერია კალაძის განცხადებაზე - გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს
„გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გაყალბების ამ მასშტაბს გადათვლაც კი არ უშველის. „კალაძეს უთქვამს, გადათვლის და ყუთების გახსნის წინააღმდეგია ოპოზიციაო. თან ეს ხდება ცესკოს სამარცხვინო სხდომის მეორე დღეს, ყველამ უყურა, როგორ იქცეოდნენ. იქამდე, 800-მდე საჩივარი იყო „ევროპული საქართველოსი“, სხვა ოპოზიციის და რეპუტაციის მქონე NGO-ების, რომლებიდანაც სულ რამდენიმე დაკმაყოფილდა. იმ რამდენიმეში, როცა გახსნეს, ხომ ვნახეთ, რაც იყო სურათი? ჩვენ ვასაჩივრებთ ამას ახლაც და კალაძე ამბობს, რომ თურმე ჩვენ არ ვართ გადათვლის მომხრე. ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, რომ გადათვლაც კი არ უშველის გაყალბების იმ მასშტაბს, რაც იყო, თორემ გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს“ , - განაცხდა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)