20:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 17:55:30, 694 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ მომდევნო სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

ოპოზიციამ მომდევნო სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, პირველი აქცია 17-18 ნოემბერს გაიმართება, როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა.

ამასთანავე, გიგი უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე სტიკერი წარწერით „გაყალბებულია“ დაეკვრება, რომლებზეც დემონსტრანტები დადგებიან.

გიგი უგულავას თქმით, მომდევნო აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს. ამავე დღეს დაგეგმილია ე.წ ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, მესამე საპროტესტო აქცია იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics