|
2020-11-14 16:47:22, 626 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანაში გავრილოვების ერა უნდა დასრულდეს
ერთი წლის წინ, პარლამენტში ჩვენმა ხელისუფლებამ რუსული დროშა აგვიფრიალა გავრილოვის სახით, ამიტომ გავრილოვების ერა ქვეყანაში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს მოიპარა და წაიღო ხალხის ხმები, თუმცა მას ეს არ შერჩება. მისივე თქმით, ხალხი ელოდა 31 ოქტომბერს, რომ 8 წლის განმავლობაში მიყენებული ტკივილი ცვლილებებით შეეცვალა, თუმცა ივანიშვილმა მოიპარა ხალხის ხმები, რასაც „ამ პარლამენტის შენობის წინ ორი დროშა ფრიალებს, ერთი არის ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო, მეორე სიმბოლოა იმისა, თუ საით მიისწრაფვის ეს ქვეყანა და რომელი კავშირის წევრობაც უნდა, ეს არის ევროპა, მაგრამ ერთი წლის წინ ამ შენობის შიგნით ჩვენმა ხელისუფლებამ რუსული დროშა აგვიფრიალა გავრილოვის სახით. ეს კოლექტიური გავრილოვები მართავენ დღეს ქვეყანას და ამიტომ, გავრილოვების ერა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ბევრი მძიმე წელი და დღე გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ 8 წლის განმავლობაში და ჩვენი ხალხი ელოდა 31 ოქტომბერს, როდესაც მივიდოდა და შურს იძიებდა ყველა იმ მიყენებულ ტკივილე, რომელიც მას მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მისცა ხმა იმ იმედით, რომ ამ ქვეყანაში მოხდებოდა ცვლილებები, მაგრამ ამ კაცმა ესეც მოიპარა და წაიღო, მაგრამ არ შევარჩენთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)