|
2020-11-14 16:49:59, 660 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს - შემირცხვენია შენი მილიარდები
შემირცხვენია შენი მილიარდები, როგორ აშიმშილებ სამ მილიონ ქართველს, - ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივამნიშვილს. მისი თქმით, ქართველი ხალხი ენდო ლეგენდას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აირჩია. „ამ რუს ფეოდალს ვეუბნებით, რომ არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ თავს ბანი დაგანგრიოთ, რადგან ჩვენი შვილები შიმშილობენ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დაგვეყენებინა, ტექნოლოგიები განვითარებულიყო და აღმშენებლობა ყოფილიყო, ბავშვები მშიერია. ხალხნო, მშიერი ქართველი სამ მილიონიან საქართველოში? შემირცხვენია შენი მილიარდები, როგორ აშიმშილებ სამ მილიონ ქართველს. მას ჰქონდა დიდი ქველმოქმედის სახელი. ჩვენ, ყველამ ასე გავიცანით. განა მოვტყუვდით? არა, მასზე ლეგენდები დადიოდა. ამიტომ, ქართველი ლეგენდას ენდო. უსინდისო ის არის, ვინც ის კაცი მოატყუა და ვინც მის ლეგენდას დაუჯერა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)