|
2020-11-14 16:35:42, 705 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მილიარდერმა ოპოზიციიდან ერთი ადამიანის ყიდვაც ვერ მოახერხა
მილიარდელმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არც მეორე ტურებისთვის და არც პარლამენტში შესვლისთვის არ ემზადება. „დააკვირდით რას ლაპარაკობს „ქართული ოცნება“. ყოველდღე ამბობენ, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო. არავინ არ ემზადება მეორე ტურისთვის. ყოველდღე ამბობენ, პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება პარლამენტში შემოსვლისთვის. ხალხო, მილიარდელმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამოყობ, რომ დღეს ყველა ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე. ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ჩვენს მხარეს დგახართ ხალხი, ჩვენს მხარეს არის ამ ქვეყნის მომავალი და რაც მთავარია, ჩვენს მხარეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)