19:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 15:33:59, 575 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია: გადადგეს თამარ ჟვანია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.

მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და პარლამენტის შენობასთან ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics