03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 15:45:45, 379 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანს გენდერული კვოტების პარლამენტის დონეზე დაწესება მიზანშეუწონლად მიაჩნია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ პროცესში გენდერული კვოტების დაწესებას მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ პარლამენტის დონეზე ეს მიზანშეუწონელი იქნება. 

ამის შესახებ წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. 

„მრავალი წელია,  რაც პოლიტიკაში მონაწილეობის თემას ვაკვირდები და ვსწავლობ. როგორც ქართველ ქალს ეს ყოველთვის მაინტერესებდა. დასკვნა გამოვიტანე, რომ ვინც კვოტების წინააღმდეგია, უმრავლეს შემთხვევაში მათ უბრალოდ თემა არ მოსწონთ და სიღრმისეულად საკითში ჩახედულები არ არიან. სანამ მეც არ მქონდა ჩახედული ამ თემაში არ ვემხრობოდი კვოტების სისტემას. მაგრამ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სამართლიანობას პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკური პროცესი სამართლიანი ვერ იქნება საქართველოში, თუ კი იქ საქართველოს ქალებს თავიანთი ადგილი არ ექნებათ. კვოტების სისტემა არის ორი სხვადასხვა, ერთი არის, როდესაც დრაკონული წესი შემოდის კანონით. არსებობს ქვეყნები, სადაც პარლამენტში დაჯავშნილია სკამები და ამ სკამზე ვერ მოკალათდება საპირისპირო სქესის ადამიანი. მე არ მგონია, რომ ასე შორს უნდა წავიდეთ და ქალბატონებისთვის  უნდა გამოიყოს დაჯავშნილი სკამები, რომელსაც ვერ დაიკავებენ მამაკაცები. ანუ პარლამენტის დონზე დავაწესოთ კვოტები, ვფიქრობ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა“, - აღნიშნა წულუკიანმა. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტები პოლიტიკური პარტიების დონეზე უნდა დაწესდეს. 

„კარგი იქნებოდა, კანონმა პოლიტიკური პარტიები დაავალდებულოს, როდესაც სიების შედგენას დაიწყებენ, იქ იფიქრონ ქალ კანდიდატებზეც. რატომღაც ხდება ხოლმე ისე, რომ სია უცბად ივსება მხოლოდ მამაკაცებით და შემდეგ დაიწყება მოძიება, რომ სია გაალამაზონ. თუ აქტივში არის ქალი, დაამატებენ ხოლმე. მე არ მახსოვს შემთხვევა, სიის შედგენისას პარტიებს ეფიქროთ, რომ პირველ ათეულში, რომელიც გამსვლელ ათეულად ითვლება, თუნდაც 1/3 მაინც ყოფილიყო ქალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics