|
2020-11-14 13:22:11, 635 ნახვა
ეკონომიკა
გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ
საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო ინიციატივას განახორციელებს საგადასახადო სისტემაში. 2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მთავრობის აღნიშნული ინიციატივის შედეგად საერთო ჯამში , ისარგებლებს 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის. დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)