19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 09:18:30, 352 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რასაკვირველია, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაიკ პომპეოს დავხვდეთ ჩვეული სტუმართმოყვარეობით და პოზიტიური დღის წესრიგით",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების სერიის ფარგლებში ეწვევა.

„ჩვენ მოველით, რომ იქნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველო-ამერიკის ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. ეს საკითხები ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics