|
2020-11-13 17:36:55, 558 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მანქანა აპირებს, სამართლებრივი პროცედურების გარეშე გააფორმოს არჩევნების შედეგები
„კარგად ორკესტრირებული ქართული ოცნების მანქანა აპირებს, რომ ობიექტური სამართლებრივი პროცედურების გარეშე გააფორმოს არჩევნების გაყალბებული შედეგები“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ფაქტი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს ოფიციალურად გააფორმოს არჩევნების გაყალბებული შედეგები. „ ცესკოც აპირებს, რომ ერთი ხელის მოსმით ამდენი საჩივარი განიხილოს რამდენიმე წუთში და და თქვას უარი და დღესვე გააფორმოს, რომ მეორე ტურები იქნება 21 ნოემბერს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს კოორდინირებული და კარგად ორკესტრირებული „ქართული ოცნების“ მანქანა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, ყველანაირი შანსის მიცემის გარეშე იურიდიული პროცესისთვის, რომ მართლა ყოფილიყო გადათვლა, უბნების გახსნა და განხილვა საჩივრების, დამთავრდება ასე რამდენიმე წუთში. ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ქართულმა ოცნებამ და ცესკომ, რომ უარს ამბობს სერიოზულად განიხილოს საჩივრები და გაასწორის ის დარღვევბი და უარს ამბობს, რომ გადახედოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)