|
2020-11-13 13:45:46, 667 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქციები გაიმართება, მოეწყობა ე.წ ცოცხალი ჯაჭვი, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება
მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქციები გაიმართება, მოეწყობა ე.წ ცოცხალი ჯაჭვი, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება. ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე, ცენტრალური გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, დაიცავენ სოციალურ დისტანციას, იქნება სპეციალური სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია არჩევნები, მოპარულია. შესაბამისად ასე, ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე გამზირი. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, იქნება პლაკატები და რა თქმა უნდა, იქნება ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 18 ნოემბერს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)