19:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 12:26:17, 638 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, წინაპირობებს გვკარნახობდეს, მორალური უპირატესობა ჩვენკენაა

არანაირი მოთხოვნები და წინაპირობები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები, რის გამოც მორალური უპირატესობა საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხარესაა.

„არანაირი მოთხოვნები და წინაპირობები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ წინაპირობებს კარნახობდეს. მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოებისა და ჩვენ მხარეს არის. ამიტომ, პირობებზე აქ საერთოდ საუბარი არ არის. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და თუ იქნება მიღწეული ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბუნებრივია ღია კარის მტვრევას არავინ არ აპირებს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. შეხვედრა იყო მოთელვითი ხასიათის. ხელისუფლებამ დაინახა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში და არავინ არ აპირებს ამ პოზიციის დათმობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics