|
2020-11-12 18:42:59, 637 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს
ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დიალოგი კვლავ გაგრძელდება. „პირველი შეხვედრა იყო და ვერანაირ კონკრეტიკაში ვერ შევალ. მადლობა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილატაციით მოხდა შეხვედრის გამართვა. ამ სეხვედრაზე იყო კონკრეტულად პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვუყევით ჩვენ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რაც საჯაროდ გვაქვს განცხადებული. ხელისუფლების მხრიდან იყო მათი ხედვა, თუ როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. რაზეც შევთანხმდით იყო ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერ არ ვიცით. ზოგადად ატმოსფერო არის ისეთი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის შეთანხმება არის მისაღწევი. კონკრეტულად სადამდე მივა, ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)