|
2020-11-12 13:11:52, 482 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ივენთ კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიქტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში" შეტანილი ცვლილებების შედეგად, ივენთ - კომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება პანდემიის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში. „არაერთი შეხვედრა გავმართეთ ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებთან და შევისწავლეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. შედეგად, მოვახდინეთ ცვლილების ინიცირება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" და მათთვისაც, მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირება მოხდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ ტიპის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში და თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით ბანკებთან, იქნება ეს არსებული სესხების რესტრუქტურირება თუ ახალი სესხების მოზიდვა, ამავდროულად ამ კომპანიებს დავუსუბსიდირებთ 12 თვის განმავლობაში ბანკის პროცენტს, რაც შეარბილებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)