18:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 12:29:22, 429 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი - თუ ქვეყანა დროულად არ გამოვა პოლიტიკური კრიზისიდან, სანქციები კვლავ ძალაში დადგება

„თუ ქვეყანა დროულად არ გამოვა ამ პოლიტიკური კრიზისიდან, ეს სანქციები კვლავ ძალაში დადგება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რომ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრება.

„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგი რაც ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მას შემდეგ არაერთხელ იყო საუბარი სანქციებზე, ასევე იმ თანხების გაყინვაზე, რომელიც არის და მე ვფიქრობ, რომ თუ ქვეყანა დროულად არ გამოვა ამ პოლიტიკური კრიზისიდან, ეს სანქციები კვლავ ძალაში დადგება. ყველა ხედავს, რომ დღეს მთავარი პასუხისმგებელი, იმაზე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, არის ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics