|
2015-09-24 12:39:15, 427 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის განსახორციელებლად ცვლილებათა პაკეტს მხარს დაუჭერს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი წარადგინა. მან მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. თეა წულუკიანმა ინსტიტუციურად გამყარებულ სასამართლოზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმას პარლამენტი მხარს დაუჭერს. "ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი მომდევნო ტალღა მართლმსაჯულების, რომლის მიღებასაც ჩვენ გთავაზობთ. წელიწადზე მეტი დროის ნამუშევარია და კარგად გააზრებული რეფორმაა, რომელსაც მე დიდი იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ და მომავალ თაობებს, როცა გვკითხავენ, რა გააკეთე ხელისუფლებაში რომ იყავი, რა დამიტოვე, როგორც ქვეყანა, ჩვენ ვეტყვით, დაგიტოვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ის ინსტიტუციურად გამყარებული სასამართლო, სადაც თუ ვინმემ დაგჩაგრა, საქმეს მოიგებ და დაგიტოვე ისეთი სასამართლო, სადაც თუ ინდივიდი მართალია, დიახ, სახელმწიფოს დავასაც მოუგებს და ვერავინ ვერასდროს ვერავის უკანონოდ ვერ ჩააგდებს ციხეში. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ მომავალ თაობებს ეს ვუთხრათ, ეს მართლაც იქნება თქვენი საქართველოს პარლამენტის დამსახურება",-განაცხადა თეა წულუკიანმა. ამწუთებში რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით მოსაზრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აფიქსირებს. გვენეტაძემ პარლამენტს თხოვნით მიმართა, მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმას მხარი დაუჭირონ იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა ჰქვია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღა იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მისი მიზანი თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ამაღლება, სასამართლოების ხელმძღვანელების მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის გამორიცხვა და სასამართლოს საქმიანობაში მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაა. სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე იუსტიციის სამინისტრო 2012 წლიდან მუშაობს. ინსტიტუციური რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებით დასრულდა. რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში შემოღებულ იქნა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც ადგენს შეფასების პროცესის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის ვალდებულებას და, ამავე დროს, ითვალისწინებს შეფასების პროცესში მოსამართლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)