2015-09-24 12:19:00, 414 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრება.
კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს იხილავს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ისახავს მიზნად. დღესვე კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებასაც განიხილავს, რომელიც გენდერული კვოტირების გზით წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან