|
2020-11-10 23:14:33, 4600 ნახვა
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საქართველოში გერმანიის ელჩი ერთმანეთს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო. მან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ჰუბერტ ქნირშს ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რომელიც სააარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები და ელჩს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გააცნო. გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. „ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)