|
2020-11-10 04:59:11, 667 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში 1960 რუსი სამშვიდობო განთავსდება
“მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდოები განთავსდებიან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “დღეს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალიევის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლი სრულად წყდება და სრულდება ყველა საბრძოლო მოქმედება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოსკოვის დროით 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან”, – აცხადებს პუტინი. პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან. ”ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)