|
2020-11-08 16:01:43, 733 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პატივს ვცემ ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ პატივი სცენ ჩვენს არჩევანსაც
პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოვითხოვ პატივი სცენ ჩვენ არჩევანს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. „ეს ხალხმრავლობა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ბევრი ადამიანი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით, ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას და არც ერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს. ბევრი სვამს კითხვას, რატომ ვართ აქ შეკრებილები. ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი საარჩევნო ხმის უფლების დაცვას, მეტი არაფერი. დემოკრატია ეს არის, სხვა არ არსებობს ამის გარდა დემოკრატიული. ვიცი, რომ ახლა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვიყურებს, ვინც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მაგრამ მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ძვირფასებო ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას იქნებ უთხრათ, რომ ამ მრავალათასიანი ხალხის ნების გამოხატვას სცეს პატივი, აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევ ს მოსვლა რუსთაველის გამზირზე. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არ არსებობს კანონი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, პარლამენტი, მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტით გვიწევს მივაღწიოთ ყოველთვის შედეგს. ამიტომ ვართ აქ, ეს გვინდა რომ დამთავრდეს. ზუსტად ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ხალხს მოუსმენს და ხალხის ნების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა პარლამენტი, რომელიც ემსახურება კონკრეტული ადამიანების ინტერესებს. მე პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოვითხოვ პატივი სცენ ჩვენ არჩევანს. ეს არის ერთადერთი, რაც ახლა გააერთიანებს საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)