2020-11-06 12:45:13, 1184 ნახვა
რეგიონი
დაბა ქედაში მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა
დაბა ქედაში, მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა. რუსთაველის ქუჩაზე, ახლად ათვისებულ ტერიტორიას და 9 აპრილის სკვერს, მარაოსებრი 60 პალმა დაამშვენებს.
გამწვანების აქცია ქედის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, შპს ,,ქედის კომუნალურსერვისმა“ განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ფინანსური რესურსი:
აქტიურად ეწყობა ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დამაკავშირებელი გზები და მიმდებარე ტერიტორიები, კეთილეწყობა ტურისტული მნიშვნელობის გზები და ა.შ.
ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),