2015-09-23 17:17:50, 317 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს, შეიარაღებული ძალების რიცხვოვნობასა და 2016-2018 წლების უსაფრთხოების დოკუმენტებს განიხილავენ.
უშიშროების საბჭოს სხდომას 11 მუდმივი წევრიდან 7 ესწრება.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან