17:19 - 08 Jul, 2026
|
2020-11-05 10:20:14, 1297 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს. გამოცემა The Guardians -ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს კი 214. დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის, პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა. ჯორჯია მნიშვნელოვანი საბრძოლო შტატია, სადაც ჯერ არც ერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის გამოცხადებული. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგია გადაწყვეტს. გამარჯვებულის გამოსავლენად კოლეგიიდან 270 ხმაა საჭირო.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)