03:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 13:44:50, 628 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე ითხოვს დაუწესდეს ნიკა მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს," - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics