2015-09-23 13:26:50, 326 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საფრთხეებს განიხილავენ
დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ.
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა.
„ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ დეტალურად ვისაუბრო ამ საფრთხეების შესახებ, თუმცა როცა ქვეყანას აქვს 20 პროცენტი ოკუპირებული და ყოველდღე ვხედავთ რუსულ აგრესიას, ცხადია საფრთხეებში დეტალურად გაწერილია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები. ეხლა არის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრის საკითხი“, - განაცხადა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობასა და 2016-18 წლების უსაფრთხოების დოკუმენტსაც განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან