|
2020-11-02 15:56:49, 595 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს
გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ენმ - ძალა ერთობაშია“ ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება ამომრჩევლის ნებას. „31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუნტურადაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია. მას უმკაცრესი და ძალიან უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. აჭარის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა 180 302-მა მოქალაქემ. ამ ტოტალური გაყალბების ფონზე კი 97 615 ხმა მიიღო ოპოზიციამ. თითქმის 15 ათასი ხმით მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. სახელისუფლებო პარტიამ კი ყოველგვარი ნორმების დარღვევით ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა. ჩვენს პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომლებიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ რეალურად არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)