2015-09-23 12:08:41, 340 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება
ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრისთვის უშიშროების საბჭოს დღევანდელი დღის წესრიგი ცნობილია, დღის წესრიგში შესული საკითხების შესახებ მთავრობის მეთაური დეტალურადაა ინფორმირებული საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან და მისი და მინისტრის პოზიციები შეჯერებულია.
ამიტომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პიოზიციას თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან