|
2020-11-01 18:57:24, 557 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ გარემოში, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ გარემოში, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება, - ასე აფასებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო კომისია საქართელოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად ფუნდამენტური უფლებების დაცულობისა, შეინიშნებოდა პარტიული მხარდამჭერებისა და საჯარო მოხელეების დაშინების შესაძლო ფაქტები. „მივესალმებით არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სამუშაო, რომლის შესრულებაც სჭიროა, რათა შეიქმნას უფრო მყარი საფუძველი დემოკრატიული არჩევნებისთვის. ქართველმა ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს დემოკრატიის მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, და ეს მოხდა პანდემიასთან დაკავშირებული პრობლმების ფონზე. ჩვენ თვალი მივადევნეთ კონკურენტულ არჩევნებს, რომლის დროსაც ფუნდამენტური თავისუფლებების და პროცედრურები საერთო ჯამში დაცული იყო. თუმცა, პროცესი ნამდვილად არ ყოფილა უნაკლო. ზოგიერთი საკითხმა იმპლემენტაციის დროს შექმნა არათანაბარი პირობები და ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან პროცესის ნდობაზე. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას“, - აღნიშნულია ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)