06:40 - 06 Jun, 2026
|
2020-11-01 13:50:39, 2173 ნახვა
სალომე სამადაშვილი - დღეს 16:00 საათზე ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება
"დღეს 16:00 საათზე ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. "დღეს 16:00 საათზე ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება. შეურაცხყოფა და დამცირებაა, როდესაც ფეხქვეშ თელავენ მთავარ უფლებას - აირჩიოთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც თავისი თავის პატივისცემა აქვს, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, დღეს რუსთაველზე 16:00 საათზე ოპოზიცია აქციას გამართავს და არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)