|
2020-11-01 01:26:36, 1913 ნახვა
ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობამ 46.17% შეადგინა
ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობამ 46.17% შეადგინა მისივე თქმით, ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა, 55 547 ადამიანს შეადგენს. „რვა საათის შემდეგ როგორც მოგეხსენებათ რომ ყველა უბანი დაიხურა, აქტივობა გახლავთ 46.17%. ოლქში რეგისტრირებულია 17 საჩივარი , შემოსული უბნების რაოდენობა სადაც დარღვევა დაფიქსირდა 20 გახლავთ. ეს არის ისეთი სახის საჩივრები, რაც კენჭისყრაზე ზეგავლენას არ მოახდენს. მე, უბრალოდ გავდივარ ოქმის რეკვიზიტების სისწორეს და ვაკეთებ იმ ტოლობას, რაც უნდა დადგეს მისი შექმნის შემდეგ, რაც შეეხება სერიოზულ დარღვევებს, 46-ე უბანზე შეიქმნა პრობლემა გადასატან ყუთთან დაკავშირებით. საარჩევნო ოლქში არ ფიქსირდება დიდი რაოდენობით ბათილად ცნობილი ბიულეტენები, ბათილობა დგება მისი წესის შესაბამისად, როდესაც აკლია მას ბეჭედი ან სხვა. ჩვენ აქ კოლოსალური ციფრები არ გვაქვს. რაც შეეხება 89-ე უბანს, აქ 39 ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენით, თუმცა შემდეგ ეს დარღვევა გამოსწორდა“, - განაცხადა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)