2015-09-23 09:36:22, 317 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჯარის რაოდენობა უნდა განისაზღვროს
თინა ხიდაშელი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრის რანგში დაესწრება.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ჯარის რაოდენობა უნდა განისაზღვროს.
"ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, სადაც უნდა განისაზღვროს ჯარის რაოდენობა, რაც კანონმდებლობით ყოველწიური ვალდებულებაა ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან