|
2020-10-31 18:46:16, 1530 ნახვა
ადამ კინზინგერი - მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიეცით პროცესს მუშაობის საშუალება
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ წერს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი. ადამ კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ არჩევანი, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ პროცესს მუშაობის საშუალება. „თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მოვუწოდებ ყველას, მიიღოს ხმის მიცემაში მონაწილეობა და გააკეთოს არჩევანი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის თაღლითობის, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი. ჩვენი სახელმწიფოები ძლიერი და ერთიანია, აშშ-ს აქვს საქართველოს იმედი“, - წერს კინზინგერი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)