10:41 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:40:31, 750 ნახვა

კომენტარი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - ანა დოლიძის ინფორმაცია, რომ ჩუღურეთში მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, სიცრუეა

დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით, ჩუღურეთში „მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, ვარდო ბერიძე და ასევე,  წლების წინ ემიგრაციაში წასული პიროვნება – ზაველ ეგანეზოვი".

გავრცელებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ  გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოქალაქე ვარდო ბერიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია    სააგენტოსათვის არ მოუწოდებია არც ოჯახის წევრებს, არც სამედიცინო დაწესებულებებს   და არც სხვა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებას. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ვარდო ბერიძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვარდო ბერიძე (დაბადებული 1956 წელს) 2016 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. №102-ში.  სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, მას უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მან 2017 წელს აიღო.

რაც შეეხება ანა დოლიძის მიერ ნახსენებ მეორე მოქალაქე  ზაველ ეგანეზოვს, ამ სახელით და გვარით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში პიროვნება არ იძებნება.

დამატებით, სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ზემოაღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics