|
2020-10-31 11:57:46, 1603 ნახვა
მირდატ ქამადაძე - ბათუმში, 84-ე უბანთან მობილიზებულია სურსათით დატვირთული მიკროავტობუსი, „ოცნება“ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას. მისი თქმით, ბათუმის 84-ე უბნის წინ სურსათით დატვირთული მიკროავტობუსია მობილიზებული. „84-ე უბანზე ძალიან სამარცხვინო და გულისამრევი ფაქტი მოხდა. 84-ე უბნის წინ მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, რომელშიც დატვირთული იყო სურსათი, კარტოფილი, ხახვი და როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამ მეთოდებით აგრძელებს კვლავ ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ სამარცხვინო ფაქტის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება კადრულობს ჩვენი ამომრჩევლების მიმართ პასუხი მკვეთრია. მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს. მეორე ფაქტი დაფისქირდა ასევე ბათუმის უბნებში. მოგეხსნებათ, რომ კოვიდთან დაკავშირებით სპეციალური სიები არსებობს და ჰქონდა რამოდენიმე ფაქტს ადგილი. ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ სპეც სიაში მითიტებულია ის ადამიანი, რომელმაც უნდა ისარგებლოს გადასატანი ყუთით, აღმოჩნდა საარჩევნო უბანზე და ცდილობდა ხმის მიცემას. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს კოვიდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)