|
2020-10-31 09:38:46, 1822 ნახვა
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს
დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „სტრატეგუია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და ხმა მიცსენ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. „ძალიან დიდი მადლობა მოქალაქეებს, ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ჩემს ოჯახთან, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად მოვედი და ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. ხმა, რა თქმა უნდა, მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ, რომ დღეს თქვენს ხელშია საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულბრივი დღე, ეს განსაზღვრავს შემდეგ ათწლეულებს, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა და როგორ წავალს წინ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და უფლებას. ნებისმიერ ოპოზიციური პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)