2020-10-30 13:38:31, 687 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის ფონზე
არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისის მერმა გორში ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან